ირაკლი კირცხალია – აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები – აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000-3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.

“როდესაც ნიკა გვარამია, ვაშაძე, ჩერგოლეიშვილი, ეს აგენტურა უდგას სათავეში ნებისმიერ პარტაქტივს, არ ვიცი რომელი დანაყოფებიდან ჰყავდათ შეკოწიწებული 2 000-3 000 კაცამდე პარტაქტივი, ყველა იდეა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქვეყანასთან, სამშობლოსთან, დემოკრატიასთან, წინსვლასთან, ადამიანის უფლებებთან ამორალურია ამ ადამიანებთან. ერთია ვინ უდგას ამ აქციებს სათავეში და მეორეა რა უდევს ამ აქციას საძირკველში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა,...

გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“. როგორც გამსახურდია წერს,...