საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და კულტურული სივრცეები ყველა დიდ ქალაქში მოეწყობა. აქტივობები დილიდან საათიდან დაიწყება. ადგილზე მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამები დახვდებათ.
17:10-ზე დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, საქართველოს ეროვნული ჰიმნი ყველა ქალაქში შესრულდება. ტრადიციულად გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები იზრუნებენ, საღამოს კი 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო კონცერტებით დასრულდება, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.









