25 მაისი, ორშაბათი, 2026
25 მაისი, ორშაბათი, 2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რომლის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიის გაცნობა, მისი მნიშვნელობის წარმოჩენა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სფეროს თანამედროვე გამოწვევების, პროფესიის ყოველდღიური საქმიანობის, კარიერული პერსპექტივებისა და იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ასრულებენ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში.

სესიას უძღვებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები — ლევან გრიგალაშვილი და გირშელ გიორგიძე, რომლებმაც მონაწილეებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სფერო ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს.

უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების პროფესიულ ორიენტაციასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის მომავლის პროფესიული გზების უკეთ გაცნობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები