„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი – რასაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან რაც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
სუბარის თქმით, ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას ადასტურებს ის ურთიერთობებიც, რომელიც ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს აქვთ ამ ქვეყანასთან.
„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი – რასაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან რაც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში. მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებასთან დაკავშირებით, ანუ „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს პროექტი ჩინეთის და ჩინური ტვირთების გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან. ქართველი რადიკალების ყვირილს ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე, ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.









