რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესო აქციასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქართული ოპოზიცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დასაცავად ნებისმიერ ფორმას მიმართავს, ვერ ხედავს ან არ სურს დაინახოს ის პროცესები, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერების მიმართ უკრაინაში ვითარდება. საუბარია სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა რგოლიდან იმ პირების ჩამოცილებაზე, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კადრებად მოიაზრებიან.
„როგორ გაატარებენ ხოლმე, წაუყრუვებენ და თვალს დაიბრმავებენ. დღეს კი სრულდება „ბრმის კვირის” ლიტურგია, მაგრამ სად ის სახარებისეული ბრმა, ღირსეული და უშიშარი კაცი, რომელმაც უფლის შესახებ სიმართლით სინედრიონი გაანადგურა – და სად ეს პოლიტიკურად დაბრმავებული ყრუმუნჯები. ერთხელაც ვცდი – 26 მაისს ვინც მიშას გათავისუფლების მოთხოვნა არ წამოაყენაო, ერთმანეთს დედას რომ აგინებენ წინასწარ, თქვენ მოგმართავთ! მიშას კიეველი და უშიშარი სეფექალი, დარინა ჩიჟი და მისი გმირობა რატომ გაატარეთ? მიშას სახელის ხსენების გამო და მიშას ძმაკაცის, ანდრეი ერმაკის გირაოს ფონდში ჩარიცხული თანხის გამო – თქვენმა ზელენსკიმ სამსახურიდან რომ გამოაგდო, ერთი სიტყვით მაინც გააპროტესტეთ, თქვე ფარჩაკებო. მიშას სახელის ხსენების გამო – უკრაინაში მის ყველაზე ერთგულ მამრებს (უგულავა, ლორთქიფანიძე, ცხაკაია) და მდედრებს – უკვე სამსახურებიდან აგდებენ, ხმა ამოიღეთ, მიშმადიდებლებო!“ – წერს დავით ქართველიშვილი.









