13 მაისი, ოთხშაბათი, 2026
13 მაისი, ოთხშაბათი, 2026

ოპოზიციის პროპაგანდისტი კახა გოგიძე პატრიარქ შიო მესამეზე: ბოლო ბასტიონის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მეციხოვნეებმა გვიღალატეს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, მსახიობი კახა გოგიძე, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრებას “ბოლო ბასტიონის” დაცემას უწოდებს.

გოგიძის თქმით, რუსეთმა ბოლო ბასტიონის ოკუპაციაც მოახდინა.

“მე არ ვიცი, ვინ როგორ უყურებთ იმ ამბავს, რაც დღეს საქართველოში მოხდა და მოხდა ის, რაც მოხდა. საპატრიარქოზე მაქვს საუბარი. მე განვიხილავ ასე, რომ ბოლო ბასტიონიც დაეცა, ბოლო ციხეც დაეცა ჩემთვის. მე შეიძლება მეშლება და ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ არ მეშლება. ბოლო ბასტიონის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მეციხოვნეებმა გვიღალატეს – მე ასე მგონია. სათქმელი აღარაფერია, მორჩა,” – აცხადებს კახა გოგიძე.

@northlondonforever89

♬ Le Petit Pêcheur Refrain – Manon Lisa

ავტორი:

ბოლო სიახლეები