სლოვაკეთი მზადაა ჩვენი ქვეყნის მეგობრობისთვის, იმ ურთიერთობის გაზიარებისთვის, რაც მათ დააგროვეს 22 წლის განმავლობაში. გამოთქვეს სრული მზაობა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, – განუცხადა ჟურნალისტებს სლოვაკეთში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.
მან პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მისივე თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა.
„ვისაუბრეთ განათლების, ეკონომიკის კუთხით, ტურიზმის განვითარების კუთხით, ევროინტეგრაციის კუთხით და გამოითქვა სრული მზაობა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მზად არის ჩვენი ქვეყნის მეგობრობისთვის, იმ ურთიერთობის გაზიარებისთვის, რაც მათ დააგროვეს 22 წლის განმავლობაში. გამოთქვეს სრული მზაობა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი“, – განაცხადა ბერაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის – ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა.









