კახა კალაძე: ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას-ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას. ეს არის დღე, რომელმაც შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას-ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, – წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

როგორც იგი აღნიშნავს, ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია.

„ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას.

დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.

ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას.

11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო- „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, – წერს იგი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...