11 მაისი, ორშაბათი, 2026
11 მაისი, ორშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი – ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის არჩევის შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ღვთის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მას.

,,დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.

უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

ღვთის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, – წერს პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები