ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, დარწმუნებულია შიო lll ღირსეულად გააგრძელებს დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას.
განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ერის სულიერ მამას, რომლის მრავალწლიანი ღვაწლი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.
ვუსურვებ სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას საქართველოს საკეთილდღეოდ“, – წერს იგი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...