ლიზა გეგეჭკორი: დააკვირდით “ნაცების” რეაქციას, როგორც ეშმაკი კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე ატეხეს ჭყვიტინი ახალი პატრიარქის დანახვისას – როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ?

დააკვირდით ნაცების რეაქციას, როგორც ეშმაკი და უწმინდური სული ფრთხება და კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე შეიცხადეს და ჭინკებივით ჭყვიტინი ატეხეს ახალი პატრიარქის დანახვისას, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობა” ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმასა და ზიზღს აფრქვევს.

“მაშინ, როცა სრულიად საქართველო ამ მოვლენას უდიდესი პატივისცემით, იმედითა და აღმატებული სულიერი განწყობით ხვდება, ეს ხალხი ისევ საკუთარ სტიქიაშია, სხედან და შხამს ანთხევენ.

მართლა საოცარია, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ? თუმცა, გასაკვირიც აღარაფერია, სინათლე ყოველთვის აშინებს მათ, ვინც ბოროტებით ცხოვრებას არის შეჩვეული,” – წერს ლიზა გეგეჭკორი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...