დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში ჩინეთს ეწვევა, – ინფორმაციას ჩინეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, დონალდ ტრამპი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით 13-15 მაისს ჩავა.

„პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13-15 მაისს ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტთან ირანის, ტაივანის, ხელოვნური ინტელექტისა და ბირთვული იარაღის საკითხებს, ასევე, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის...

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის დრო. თეთრ სახლში მედიის კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნააღნიშნა, რომ ეს არის...