9 მაისი, შაბათი, 2026
9 მაისი, შაბათი, 2026

ერდოღანი: ევროპა თურქეთის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის გარეშე ევროპის მომავალი არქიტექტურა სრულყოფილი ვერ იქნება.

ერდოღანმა ევროკავშირს ანკარასთან ურთიერთობების განვითარებისკენ მოუწოდა, რათა პერსპექტივაში ის ბლოკის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილში ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნული თარიღი არის არა მხოლოდ ევროკავშირის სიმბოლო, არამედ ეს არის მიზანი კონტინენტზე საერთო მომავლის ასაშენებლად, რომელიც მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული.

მისი განცხადებით, პრინციპები, რომლის საფუძველზეც 76 წლის წინ ევროკავშირი შეიქმნა, დღეს ბევრ გამოწვევას განიცდის, ომის, პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების ჩათვლით.

„თურქეთი, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, აღნიშნული პროცესის მნიშვნელოვან და უცვლელ ნაწილად რჩება“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ნათელია, რომ ევროპული არქიტექტურა, რომელშიც თურქეთს თავისი ადგილი არა აქვს, იქნება არასრულყოფილი და კრიზისების მიმართ მოწყვლადი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები