მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო უკვე აშენებს ანაკლიის საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა

„რკინიგზა არის უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე, სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის განვითარება ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოში განიხილება.

„სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. რკინიგზის გაძლიერება და ანაკლიის განვითარება ურთიერთდამოკიდებული პროცესებია, რომლებიც ერთად ქმნიან საქართველოს, როგორც რეგიონის სანდო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან დამაკავშირებელ ჰაბს. რკინიგზა არის ის, რაც პირდაპირ ეხება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას: სამუშაო ადგილები, რეგიონების განვითარება, უფრო სწრაფი და კომფორტული გადაადგილება. ჩვენი ცვლილებები უნდა იგრძნოს თითოეულმა ადამიანმა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...