1 მაისი, პარასკევი, 2026
1 მაისი, პარასკევი, 2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია თავისივე დასკვნას დღეს განიხილავს.

მოქმედი კომისიის ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში, შეხვედრები 80-ზე მეტ კომპანიასთან გაიმართა. კომისიამ სამ სექტორთან თანამშრომლობით შეისწავლა: ბიზნესმოდელები, საოპერაციო ხარჯები, მოგების მარჟები, რაც ფასების ფორმირებას იწვევს.

დროებითი კომისიის დასკვნა აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა, სადაც შემდგომი სამოქმედო გეგმა შედგება.

„კვლევა დაფუძნებულია ბაზრის სრულყოფის შესწავლაზე, ანალიტიკურ თეორიაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე. პროცესი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და იქ უკვე კონკრეტული გეგმა გაიწერება“, – განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები