27 აპრილი, ორშაბათი, 2026
27 აპრილი, ორშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ, იქმნება სპეციალური თანამდებობა – სახელმწიფო მინისტრი – ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას

უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა – სახელმწიფო მინისტრი – ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება”.

ქართველიშვილის თქმით, მდინარაძის უწყების ქვემოთ მენეჯმენტს, მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა თორმეტკაციანი აპარატი.

„უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა – სახელმწიფო მინისტრი – ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას.

შესაბამისად, მის ქვემოთ მენეჯმენტს მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა რაღაც თორმეტკაციანი აპარატი.

ეს ძალითგახარებული გახარიები განსაკუთრებული ჩლუნგები არიან, აი დაახლოებით მერაბ მეტრეველის დონის.“ – წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები