25 აპრილი, შაბათი, 2026
25 აპრილი, შაბათი, 2026

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას – აწყობს ეს?

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცი განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

მისი განცხადებით, საქართველოში შესაძლო ომის სცენარი მძიმე შედეგებს გამოიწვევდა და ამის თავიდან აცილებაში დიდი როლი ითამაშა როგორც „ხალხის ძალის“ პოლიტიკამ, ისე ხელისუფლების პრაგმატულმა გადაწყვეტილებებმა.

“გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას – აწყობს ეს? სწორედ ეს არის შედეგი, რაც სამწუხაროდ დადგებოდა საქართველოში, რომ არა ჩვენი – „ხალხის ძალის“ პოლიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სწორი პრაგმატული გადაწყვეტილებები, მას მერე, რაც ჩვენ გავედით “ქართული ოცნებიდან” და საზოგადოებას ავუხსენით, რომ სახელმწიფოზე იყო ზეწოლა,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Wall Street Journal: უკრაინის...

3 ოქრო, 5 ვერცხლი და...