ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.” ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე, – წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებაზე.
ლაშა გეგეჭკორის განცხადებით, ნოდარ მელაძისგან მსგავსი ბრალდება საზოგადოებას მრავალჯერ მოუსმენია, მაგრამ ბრალდების დამადასტურებელი მასალები არავის უნახავს.
გეგეჭკორი მოუწოდებს ნოდარ მელაძეს დადოს შესაბამისი მტკიცებულებები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას მსგავსი არაფერი აქვს.
„“ორშაბათი შაბათია, სამშაბათიც შაბათია, ოთხშაბათიც შაბათია…”
ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.”
ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე.
ასეთ ნოდარებს ავიწყდებათ რომ ზოგადად, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში ბრალდების მტკიცებულება ბრალდების მხარესაა.
ანუ მე კი არ უნდა ვიმართლო თავი და ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, შენ – ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცო ჩემი ბრალი ამა თუ იმ დანაშაულში.
ბევრჯერ მოგვისმენია ნოდარასგან: ჩვენ მოვიპოვეთ სუს-ის დახურული ფაილები, ჩვენ მოვიპოვეთ გამოძიების მასალები. ოღონდ ეს ფაილები და მასალები არ გვინახავს. ჩვენ კი არა – არც ნოდარას არ უნახავს.
დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ბ ა ტ ო ნ ნოდარს დაგიძახებ.
ვერა, ჰო? აქ მართალი ხარ, ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს.
ამიტომ არის შენს ჟურნალისტურ ცხოვრებაში “ყოველი დღე შაბათი…”
გმადლობთ ყურადღებისთვის,“- წერს ლაშა გეგეჭკორი.









