21 აპრილი, სამშაბათი, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

სარჯველაძე: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება

ეს უმძიმესი დაავადება დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს არის არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, საკითხის ირგვლივ პოლიტიზების მიზნით გახშირდა ე.წ. ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების განზრახ ან მართლაც დილეტანტობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზეც ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული სუბიექტები.

მინისტრმა დიუშენის განკურნებისთვის შესაბამისი მედიკამენტების შესახებაც ისაუბრა.

„დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The National Interest: რატომ უნდა...