17 აპრილი, პარასკევი, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

მახაშვილის თქმით, კითხვაზე, თუ რატომ არაა შეცვლილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია, გერმანული მხარის მხრიდან მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი დასახელდა

ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, – განუცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

მახაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ არის შეცვლილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ არსებული ინფორმაცია.

„განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად ამ სახელმწიფოებს – პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, რაში ხედავენ პრობლემებს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. ჩვენც გავაცანით, სად ვხედავთ პრობლემებს და როგორ წარმოგვიდგენია მოგვარება. არის საერთო განწყობა, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი. რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს, აუცილებელია დიალოგი, რათა ამ საკითხებზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს საერთო გამოსავალი.

ერთ-ერთ საკითხად ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა დავაფიქსირე, რომ ორი წლის განმავლობაში ასეთი მარტივი პრობლემის გასწორება გერმანიისთვის არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა არანაირ ვარიანტში. ტექნიკური ხარვეზის გარდა, ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია. ეს თუ მართლა ტექნიკური ხარვეზია, იმედია, უახლეს მომავალში ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები