ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“, იგორ ბლაჟევიჩი იპოვა. რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს. თუმცა ოპოზიცია, როგორც ჩანს, ვერ ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.
როგორ ჩიხელიძე აღნიშნავს, იგორ ბლაჟევიჩის გამოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია გარე პატრონების დახმარებით ცდილობს “პოლიტიკურ ფონზე დაბრუნებას”.
“ოპოზიციამ ახალი „აკერმანი“, იგორ ბლაჟევიჩი იპოვა. რომელიც ოპოზიციას რევოლუციურ და გადატრიალების ახალ სცენარებს უწერს.
თუმცა ოპოზიცია, როგორც ჩანს, ვერ ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: ტრენერის გამოცვლა შედეგს არ ცვლის. რევოლუცია ან გადატრიალება არ ხორციელდება მხოლოდ უცხოელი კონსულტანტების რჩევებით. ამისთვის საჭიროა რეალური სახალხო მხარდაჭერა და ქვეყანაში შესაბამისი პოლიტიკური სიტუაცია.
დღეს საქართველოში გადატრიალების მცდელობას პერსპექტივა არ აქვს. ხალხის განწყობა არ არის რევოლუციური, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. ოპოზიცია ვერ ხვდება და არ აღიარებს, რომ პრობლემა არა ტრენერში, არამედ თავად ოპოზიციაშია: მის სახეებში, პოლიტიკურ დღის წესრიგში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში.
იგორ ბლაჟევიჩის გამოჩენა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოპოზიცია კვლავ გარე პატრონების დახმარებით ცდილობს პოლიტიკურ ფონზე დაბრუნებას. ისინი ესაუბრებიან უცხოელ პატრონებს და არა ქართველ ხალხს!
სანამ ოპოზიცია ამ ლოგიკას არ შეცვლის, მისი ყველა „ახალი ტრენერი“ და „ახალი გეგმა“ მხოლოდ ძველი წარუმატებლობის განმეორება იქნება,”- წერს დავით ჩიხელიძე.









