4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თამარ იარაჯული ნიკა გვარამიას: აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ? მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები თავს იმით იწონებენ რომ ხშირად მშობლებზე კარგად ესმით აუტიზმის და თქვენ?

აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვნის დედა, თამარ იარაჯული, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია: „მთლად „პოლიტიკური აუტისტები“ მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ“.

იარაჯული აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას წლები დასჭირდა, თუმცა, როგორც ჩანს, გვარამია მშობლებს არ უსმენსა.

“აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ?

წლები ჩავალიეთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას ანუ არ გვისმენდით, ხშირად თქვენი ტელევიზიით შუქდებოდა აუტიზმზე სიუჟეტები.

მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები თავს იმით იწონებენ რომ ხშირად მშობლებზე კარგად ესმით აუტიზმის და თქვენ?

ძალიან ძნელია ყოველ ჯერზე ამის ახლიდან ლაპარაკი,რადგან თქვენ არ ხართ პირველი.” – წერს იარაჯული სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/share/p/1CYuHvmaMT/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.