ურსულა ფონ დერ ლაიენი – უნგრეთმა ევროპა აირჩია, ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევს!

უნგრეთმა ევროპა აირჩია, ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, უნგრეთი ევროპულ გზას უბრუნდება და ევროკავშირი ძლიერდება.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა: “ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს”.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს.

ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა...

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს,...