13 აპრილი, ორშაბათი, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

რომის პაპი: კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება

რომის პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, მსოფლიოში მშვიდობისთვის სალოცავი ლიტურგია ჩაატარა. მესის დროს მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეჩერდნენ და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას „და არა იმ მაგიდას, სადაც შეიარაღება იგეგმება და მომაკვდინებელი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება“.

„ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს, „მაშინაც კი, თუ ომის ლოგიკაზე უარის თქმამ შეიძლება გაუგებრობა და ზიზღი გამოიწვიოს“ და ის მუდამ დანერგავს „უფრო მეტად ღვთისადმი მორჩილებას, ვიდრე რაიმე ადამიანური ხელისუფლებისადმი. კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება“, – განაცხადა პაპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები