ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.

მან აღნიშნა, რომ ბლოკადა უახლოეს მომავალში დაიწყება და მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

ტრამპის თქმით, მან ასევე გასცა ბრძანება, რომ საერთაშორისო წყლებში გამოავლინონ და დააკავონ ის გემები, რომლებიც ირანს სრუტეში გავლისთვის გადასახადს უხდიდნენ. მან ასევე პირობა დადო, რომ აშშ ​ ჰორმუზის სრუტის განაღმვას დაიწყებს.

„ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენ ან სამშვიდობო გემებს ესვრის, პირდაპირ ჯოჯოხეთში გაიგზავნება!“ – დასძინა ტრამპმა.

აშშ და ირანი 8 აპრილის ღამეს შეთანხმდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით შეწყვეტდნენ. ზავის ერთ-ერთი მთავარი პირობა ჰორმუზის სრუტის გახსნა იყო, რომელზეც მსოფლიო ნავთობის მიწოდების მეხუთედი მოდის. შეთანხმების მოქმედების პირველ დღეს ირანმა რამდენიმე გემი გაატარა, რის შემდეგაც სრუტე ლიბანზე ისრაელის დარტყმების გამო კვლავ დაიკეტა.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი იტყობინებოდა, ომის რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანი ზოგიერთ გემს სრუტეში გავლისთვის ბაჟის სახით ერთ მილიონ დოლარს სთხოვდა. გამოცემის ინფორმაციით, ამ საფასურის გადახდაზე დაახლოებით 250 გემი დათანხმდა. ძირითადად, სრუტეს ირანული გემები და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები გადიოდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა...

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს,...