13 აპრილი, ორშაბათი, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

„პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა“, – დაწერა პიტერ მაგიარმა სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ინფორმაციისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა აქტივობამ 77.8% შეადგინა.

პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარი კანდიდატები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის 2000 წელს შექმნილი „ტისა“ იყვნენ.

უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად არაუგვიანეს 18 აპრილისა უნდა დაითვალონ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები