არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
„მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას”, – განაცხადა ორბანმა.
დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა აქტივობამ 77.8% შეადგინა.
პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარი კანდიდატები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის 2000 წელს შექმნილი „ტისა“ იყვნენ.
უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები ოფიციალურად არაუგვიანეს 18 აპრილისა უნდა დაითვალონ.









