ირანის უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, ქვეყანამ დიდ გამარჯვებას მიაღწია და აშშ აიძულა, 10-პუნქტიანი გეგმა მიეღო

ირანი აცხადებს, რომ დიდ გამარჯვებას მიაღწია და შეერთებული შტატები აიძულა, მისი 10-პუნქტიანი გეგმა მიეღო. CNN-ის ინფორმაციით, შესაბამისი შინაარსის განცხადება ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა.

საბჭოს მტკიცებით, გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ ყველა პირველადი და მეორადი სანქციის მოხსნას და აშშ-ის საბრძოლო ძალების რეგიონში არსებული ყველა ბაზიდან გაყვანას.

საბჭოს ცნობით, შეერთებული შტატები ასევე დათანხმდა ურანის გამდიდრების აღიარებას და ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარებას. კერძოდ, საბჭო აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლირებადი გავლა ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით განხორციელდება.

„მტერმა, ირანელი ერის წინააღმდეგ უსამართლო, უკანონო და დანაშაულებრივ ომში, უდავო, ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ხელები ისევ სასხლეტზე გვაქვს და მტრის მიერ დაშვებული უმცირესი შეცდომის შემთხვევაში, სრული ძალის გამოყენებით გავცემთ პასუხს“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...