დონალდ ტრამპი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე – ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის გამდიდრებულ ურანზე იდეალურად იზრუნებენ.

„მასზე იდეალურად იზრუნებენ, სხვაგვარად არ დავთანხმდებოდი“, – აღნიშნა ტრამპმა „ფრანს-პრესსთან“ სატელეფონო ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რისი გაკეთება იგეგმება გამდიდრებულ ირანთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა გამარჯვება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :

„ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. 100 პროცენტით. კითხვის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, არსებობს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც შეთანხმება მიღწეულია. ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, მიაღწევს თუ არა წარმატებას“, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...