7 აპრილი, სამშაბათი, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

ჯეი დი ვენსი: რაც უნგრეთში მოხდა, არის უცხოური ჩარევის ყველაზე უარესი მაგალითი. ბრიუსელელი ბიუროკრატები ცდილობდნენ უნგრეთის ეკონომიკა გაენადგურებინათ და ქვეყანა ენერგეტიკულად ნაკლებად დამოუკიდებელი გაეხადათ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ევროპელი ბიუროკრატები უნგრეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ვენსის თქმით, ბრიუსელელი ბიუროკრატები ცდილობდნენ უნგრეთის ეკონომიკა გაენადგურებინათ და ქვეყანა ენერგეტიკულად ნაკლებად დამოუკიდებელი გაეხადათ. როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ამას ისინი მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ ორბანი სძულდათ.

„ის, რაც მოხდა ამ ქვეყანაში, რაც მოხდა ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არის უცხოური ჩარევის ყველაზე უარესი მაგალითი, რის შესახებ ოდესმე გვსმენია. ბრიუსელელი ბიუროკრატები ცდილობდნენ უნგრეთის ეკონომიკა გაენადგურებინათ, უნგრეთი ენერგეტიკულად ნაკლებად დამოუკიდებელი გაეხადათ, უნგრელი მომხმარებლების გადასახადები აეწიათ და ამას ისინი აკეთებდნენ იმიტომ, რომ ამ ადამიანს [ორბანს] ვერ იტანენ“, – განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, უნგრელებს თავად მოუწევთ გადაწყვიტონ, თუ ვინ აირჩიონ 12 აპრილს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა არ არის აუცილებელი, პროევროპელის ან პროამერიკელის არჩევა. აუცილებელია პროუნგრელი ადამიანის არჩევა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები