7 აპრილი, სამშაბათი, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

გია აბაშიძე: ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ, ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ ნაცარსებებს

პრემიერ-მინისტრზე აგორდა fake-კამპანია, რომ როდესაც ალიევი და ივანიშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ირაკლი კობახიძე უკან მიყვებოდა და ეს, “ნაცბაბლის” უაზრობით, პრემიერის ე.წ. “არალეგიტიმურობაზე” მიუთითებს, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ოპოზიციონერები მდარე გზავნილებით ცდილობენ პრემიერ-მინისტრს ჩირქი მოსცხონ.

„ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ, გაუზრდელ ნაცარსებებს.

პრემიერ-მინისტრზე აგორდა მე-N fake-კამპანია, რომ როდესაც ალიევი და ივანიშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ირაკლი კობახიძე უკან მიყვებოდა და ეს, “ნაცბაბლის” უაზრობით, პრემიერის ე.წ. “არალეგიტიმურობაზე” მიუთითებს.

ეს ბინძური ნაცპროპაგანდის მორიგი მაგალითია, მდარე გზავნილებით ცდილობენ ადამიანს ჩირქი მოსცხონ.

რეალურად – პრეზიდენტი ალიევი შეხვდა მის ქართველ კოლეგას, შემდეგ პრემიერ-მინისტრს და ბოლოს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს. რასაკვირველია, ვიზიტის ამ ბოლო შეხვედრაზე პრემიერიც იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი იმ კონკრეტულ მომენტში აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილისის ხედებს ათვალიერებინებდა და ირაკლი კობახიძეც მათთან ერთად იყო, უკან მიყვებოდა და რა უნდა ექნა?! რადგან პრემიერია მასპინძლის რეზიდენციაში წინ უნდა ყოფილიყო, შუაში, საუბრისთვის ხელი შეეშალა, მათ შორის გაჩხერილიყო, თუ რა?! პრეტენზია რა არის, რომ პრემიერი რატომ იყო მათთან ერთად თუ მათ უკან რატომ იდგა?! ლოგიკა სად არის?!
რა პროტოკოლზე, ქცევის წესებზე ანდა საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა ილაპარაკონ იმ ვითომ ქედმაღალმა სექტანტებმა, როცა ტოტალურად ბეცნი არიან მართლწერაშიც, არითმეტიკაშიც, გეოგრაფიაშიც და ასტრონომიის თუნდაც ელემენტარულ საკითხებში?! მთავარია, რომ ორკესტრირებულად ყოველთვის დაადასტურონ – ნაცჭაობში ვართ, მაგრამ არ გვეხამუშება, იმედია, თავხედობით მაინც რაიმეს დავამტკიცებთ.

დიახ, ნამდვილად ამტკიცებენ ერთადერთს – თუნდაც ერუდირებული როცა უსამშობლოების “მესიჯბოქსის” გამზიარებელია, უსაშველოა მისი აწმყო და მომავალი.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები