„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნინო ლომჯარიას “ფეისბუქ” პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “„გამჭვირვალობის კანონის“ ავტორი მამუკა მდინარაძე, თავისი ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.“
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დაუშვებელია, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს და ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.
„ლომჯარიას მინდა ვკითხო – დაასახელებს თუ არა რომელიმე თავმოყვარე ქვეყანას, სადაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაცია არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი?
ლომჯარიას მინდა ვკითხო – MI 6, ცაჰალის, CIA – ის უფროსის, მოადგილეების მისამართები და სახლები იცის მოსახლეობამ?
ახლა საზოგადოებას მინდა ვუთხრა – ცხადია, დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები, სახლის მისამართები და ტუფლის ზომა საჯარო იყოს. ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. დავაკვირდეთ კარგად აქ სიტყვას – არ შეიძლება იყო საჯარო! ცხადია, დეკლარაციასაც შეავსებენ და შესაბამისი სამსახურები ( აუდიტი ) შეამოწმებს, მაგრამ მისი საჯაროობა დაუშვებელია!!!” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=2834757230200546&id=100009988902485&rdid=j3qpkLKVTzr12emU#









