მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...