6 აპრილი, ორშაბათი, 2026
6 აპრილი, ორშაბათი, 2026

მიხეილ ყაველაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გავმართე.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ვისაუბრეთ.

შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია.

პირისპირ საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადე.

ასევე, ილჰამ ალიევს მადლობა გადავუხადე მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქალაქ ბაქოში საქართველოს საელჩოში მიბრძანებისა და გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – წერს იგი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები