თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში. მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება დღეებში სურს და არა კვირებში.
ტრამპმა ასევე არ გამორიცხა ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ თუ შეთანხმება სწრაფად არ შედგება, ის ირანში ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას განიხილავს. ტრამპი თეირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა.









