2 აპრილი, ხუთშაბათი, 2026
2 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

პეტერ პელეგრინი: საქართველო ძირითად როლს თამაშობს რეგიონის სტაბილიზაციაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია „გლობალური ჭიშკრის“ მარშრუტზე – აზიასა და ევროპას შორის და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის

მინდა ხაზი გავუსვა, რომ სლოვაკეთი მაღალ შეფასებას აძლევს ღია თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიაში.

„ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე – აზიასა და ევროპას შორის, ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც“, – განაცხადა პელეგრინიმ.

მან ასევე კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ტექსტი მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით

ავტორი:

ბოლო სიახლეები