2 აპრილი, ხუთშაბათი, 2026
2 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

პეტერ პელეგრინის თქმით, შეხვედრის განმავლობაში მოიცვეს ფართო სფეროები სხვადასხვა თემების.

„განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი თემა იმიტომ, რომ ჩვენ მანამდე წავაწყდით საერთაშორისო სამართლის დარღვევებს. ჩვენი შეხვედრის განმავლობაში მოვიცავით ფართო სფეროები სხვადასხვა თემების.

ამჟამად ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს. ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველი ირყევა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ხაზი გავუსვა და დავარწმუნო ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქალბატონებო და ბატონებო, ბრატისლავა და სლოვაკეთი გახლავთ ადგილი, სადაც შეიძლება გადაწყვეტილებები ვეძებოთ. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ნდობა ერებს შორის და სახელმწიფოებს შორის. ეფექტური დიპლომატია და გულახდილი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიმუშაოთ ხანგრძლივი მოგვარებები, ხანგრძლივი გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, თქვენ კარგად იცით, საერთაშორისო პოლიტიკაში გახლავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა კრიტერიუმი დააკმაყოფილონ. მეორე მხრივ, გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეყნისა, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები. ქვეყნის გადასაწყვეტია როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ განვიხილეთ გახსნილად აღნიშნული თემები ბატონ პრეზიდენტთან. დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი გახდა დიდი ევროპული ბაზრის ნაწილი და წევრი განვითარებული ევროპული ოჯახისა. განვითარებული ქვეყნების ევროპული ოჯახისა. ორმხრივი ურთიერთობები, მოხარული ვარ, რომ ინტენსიფიკაციას განიცდის პოლიტიკურ დონეზე“, – აღნიშნა მან.

ტექსტი მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები