EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო,- ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
მაჭავარიანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადასული ბიზნესმენების 1-მა პროცენტმაც კი რომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში საკუთარი ბიზნესის გადმოტანასთან დაკავშირებით, მათთვის EMAAR-ის პროექტი იქნება ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ მათ გაცილებით მარტივად მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
„ხოლო რაც შეეხება EMAAR-ის პროექტს მიწასთან დაკავშირებით, მიწა არავის არ გაუყიდია აქ არის ერთობლივი საწარმო. ეს არის უზარმაზარი პროექტი, EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში ე.ი. არის იდეალური საინვესტიციო გარემო და დღეს რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ემირატებში, საუდის არაბეთში თქვენ კარგად იცით რამხელა ინვესტიციები ჰქონდათ ბიზნესმენებს განხორციელებული. ის ბიზნესმენები, რა თქმა უნდა, წავლენ აშშ-ში, ბრიტანეთში, მაგრამ სულ რომ 1 % საქართველოში წამოვიდეს და რომ დაინახავს, რომ აქ EMAAR-ი უკვე შემოსულია გაცილებით უფრო მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და EMAAR-ის შემთხვევაშიც ჩვენ დაახლოებით 24 000 სამუშაო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი და შეიქმნება პროცესის განმავლობაში, ხოლო როდესაც პროექტი დასრულდება დაახლოებით 8 000-მდე სამუშაო ადგილი დაემატება, რასაც ეკონომიკაზე ექნება დაახლოებით 11 მილიარდიანი პირდაპირი პოზიტიური ეფექტი და შესაბამისად აქაც კითხვის ნიშნები არა არსებობს,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.









