1 აპრილი, ოთხშაბათი, 2026
1 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ლევან მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული, ხელისგულზე დადებული მტკიცებულებაა, თუ როგორ უსამართლოდ გვექცევიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნათელი მაგალითია, თუ როგორი უსამართლოა ეუთო როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის არ აუმუშავეს „მოსკოვის მექანიზმი“ და ამ ყველაფერს აკეთებენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, როდესაც გუნდის ფილოსოფია სრულად თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული.

„მე მგონია, რომ აქ აღშფოთებულები თქვენც უნდა იყოთ როგორი უსამართლობა არის ვიღაც ვიღაცების მხრიდან, როდესაც რუსეთს აუმუშავებ ამ მექანიზმს და ბელორუსს და მეტი ქვეყანა არ არის და საქართველოს აუმუშავებ ეს ყველაზე უფრო ხელისგულზე დადებული მტკიცებულებაა თუ როგორ უსამართლოდ გვექცევიან, მე არ მიყვარს ხოლმე „ნაცებზე“ ლაპარაკი, წავიდა ის დრო, მაგრამ რაღაცას რომ უნდა შეედარო გვიწევს, რომ ნაცებს შევედაროთ წინა ხელისუფლება ეგ იყო. როდესაც იმ საზიზღრებს და ვიგინდარებს არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“, სისტემური წამება-გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებელში თვალთვალი, განსხვავებულია აზრისთვის ადამიანის ჩაგვრა და „ქართულ ოცნებას“ რომ აუმუშავებ ვის პირობებში, ჩვენი ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზე არის დაფუძნებული, მე მგონი ყველაზე ნათელი მაგალითია, თუ როგორი უსამართლობა არის და თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იმაში და ჩვენი საზოგადოება მაგას დაგიფასებთ , რომ პირიქით პრეტენზიები იქითა მხარეს გქონდეთ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები