2 აპრილი, ხუთშაბათი, 2026
2 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება

„რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.

„არ ვიჩქაროთ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას ზოგადად გახასიათებთ ამჩატება, რაღაც განცხადებების კეთება და საბოლოო ჯამში მერე რაღაცები სხვანაირად ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც, გარწმუნებთ, რომ როგორც ჩვენ ვადა გვაქვს აღებული აპრილის ბოლო, დაიდება კონკრეტული გეგმა რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები. მაგიტომ არ იჩქაროთ. დღეს რომ აპრილის მაგივრად იყოს პირველი მაისი, მაშინ ლეგიტიმური იქნებოდა თქვენი მხრიდან ეს განცხადება, მაგრამ ერთი თვე დარჩენილია და ამ ერთ თვეში დავდებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც დავპირდით საზოგადოებას“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემას აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მძიმე მემკვიდრეობით ხსნის. ამასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-თან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რომელშიც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

„კარგად ხედავთ, რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ და როდესაც საუბარია, რომ „ქართული ოცნება“, უტრირებულად რომ ვთქვათ, ლანძღავდა ამერიკასო, მაგიტომ არის რომ ურთიერთობები ამ მდგომარეობაშიაო. ჯერ ერთი, ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ამერიკას და ადმინისტრაციას, ევროპას და ევრობიუროკრატებს. მეორე, ჩვენ ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, თან თავდასხმის რეჟიმში ჩვენ არ ვყოფილვართ, თავდაცვის რეჟიმში, სწორედ ისინი არიან დონალდ ტრამპის და დღევანდელი ადმინისტრაციის მტრები. შესაბამისად, თანხვედრა გვაქვს ღირებულებით ნაწილში, საერთო მტრებში, ევრობიუროკრატების შეფასებაში, უკრაინის ომის შეფასებაში, USAID-ის და NED-ის შეფასებაში, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია, დაწყებული იმით, რომ ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს საარჩევნო პერიოდში, დამთავრებული ამ ერთი-ერთში მსგავსი შეხედულებებით და გზავნილებით და შესაბამისად, წინ არაფერი უნდა დაუდგეს ურთიერთობების გადატვირთვას. ხედავთ პოზიტიურ ნიშნებს. ჩვენ არაფერს ვაკლებთ და პრეტენზიას ვერ მივიღებთ ვერავისგან რომ რამე გვაქვს ამისთვის დაკლებული. მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვიხილეთ, როდესაც თავისმა კოლეგამ დაპატიჟა. ნიკოლოზ სამხარაძის ძალიან წარმატებული ვიზიტი ვიხილეთ, რა დონის შეხვედრები ჰქონდა კარგად ნახეთ და ბატონი რუბიოს ზარიც ვიხილეთ პრემიერ-მინისტრთან. აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს ჩვენ დავსხდებით და დროსა და სივრცეში გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს იქ გათვალისწინებული“-განაცხადა მაჭავარიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები