ანა დოლიძე გაერთიანებული “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს – 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული “ნაცმოძრაობის” მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისედაც ყველა ქუჩაშია და ზეიმობს, ასე იქნება წელსაც.

“26 მაისი ყველასია. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. ის არ ეკუთვნის არც ბიძინას, არც მიშას ან ვინმე სხვას. 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს და რა თქმა უნდა, წელსაც ვიზეიმებთ.” – წერს დოლიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...