31 მარტი, სამშაბათი, 2026
31 მარტი, სამშაბათი, 2026

ზურაბ ქადაგიძე: თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფია ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ შეღავათიან და ეკონომიურ ავტომობილს

მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად, ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს – შეღავათიანს, ეკონომიურს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, შესაძლებელია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება, მაგალითად, იაპონიაში, კონკრეტულ კლასზე მოქმედებს სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.
მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე, რადგან ეს არის არა კომფორტი, არამედ, აუცილებლობა.
დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

„რომ შევთანხმდეთ, მოგწონს თუ არ მოგწონს, რეალურად ბაზარი ავტომატურად გაძვირდება. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სოციალური ბალანსი ვიპოვოთ. თუ მიზნობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, სოციალური ბალანსის თვალსაზრისით, ეს მიზნობრივი ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე ყიდულობენ ავტომობილს – შეღავათიანს, ეკონომიურს.

შემოთავაზება მაქვს – ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო პრაქტიკაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, იაპონიაში „ქეი ქარს“ ასე ჰქვია – სპეციალური კლასი არსებობს, მოქმედებს მასზე სპეციალური გადასახადები და დაზღვევა, რის შედეგადაც ქალაქები განიტვირთა და ჰაერი გასუფთავდა.

სინგაპურში და ჰონგ კონგში მანქანის ფლობა ძვირია, თუმცა რეგისტრაციის საფასური პირდაპირ პროპორციულია ძრავის მოცულობისა. 1.6-მდე ძრავის მქონე მანქანები კატეგორია „ა“-ში გადიან, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე მაღალი კუბატურის კატეგორია, რომელიც არის „ბ“ კატეგორია.
საფრანგეთში, მაგალითად, ე.წ. ბონუს-მალუსის სისტემა არსებობს ჯარიმა-ჯილდოს სისტემა: თუ ყიდულობ დაბალი „ემისიის“ მანქანას, სახელმწიფო გაძლევს სუბსიდიას, შეღავათს, ხოლო დიდი ძრავის შემთხვევაში გადაგახდევინებს თანხას.

როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ ბალანსზე, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სამართლიანობიდან გამომდინარე. რადგან ეს არ არის კომფორტი – ეს არის აუცილებლობა. და ეს არის დაბალი კუბატურის მანქანები, რომლებსაც ეს მიზნობრივი ჯგუფები იძენენ.“ – განაცხადა ქადაგიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები