31 მარტი, სამშაბათი, 2026
31 მარტი, სამშაბათი, 2026

ეკა სეფაშვილი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას გაყინული წერტილიდან

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძვრება.

„მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას იმ გაყინული წერტილიდან, რომელიც ახლა არის.

როგორც ვიცით ამ საუბრის შინაარსის შესახებ, საუბარი ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ როლს კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საქართველო რეალურად არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხელშესახები შედეგი აქვს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ასევე გლობალური ეკონომიკური პროექტების განვითარების საქმეში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები