31 მარტი, სამშაბათი, 2026
31 მარტი, სამშაბათი, 2026

ლევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი სამუშაო პროცესი წარიმართა და კარგია, რომ ეს შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი შეხვედრა და სამუშაო პროცესი წარიმართა გასული თვეების განმავლობაში და კარგია, რომ ეს სამუშაო შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება. მივესალმებით ამ ზარს, იყო ძალიან ნაყოფიერი, საჭირო და დროული ზარი და იმედი გვაქვს, რომ ეს დამატებით ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა მახაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი, გუშინ, 30 მარტს შედგა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები