4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ

ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავისი კოლეგის მიწვევით [აშშ-ში] შემდეგ ბატონი სამხარაძე იმყოფებოდა და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარა თეთრს სახლში; ბატონი რუბიოსა და ვენსის გზავნილები, რომელიც მათ გააჟღერეს ქალბატონ ბოჭორიშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დროს და ახლა სატელეფონო საუბარი ბატონ პრემიერთან – ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი, გუშინ, 30 მარტს შედგა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.