The New York Times: აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა

აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბუნდოვანი რჩება, რამდენად ფართოდ გავრცელდა ირანელ მაღალჩინოსნებს შორის პაკისტანის მეშვეობით გადაცემული გეგმა და რამდენად სავარაუდოა, რომ ირანი მას მოლაპარაკებების საფუძვლად მიიღებს. ასევე გაურკვეველია, ეთანხმება თუ არა ამ ინიციატივას ისრაელი.

თუმცა, გეგმის გადაცემის ფაქტმა აჩვენა, რომ ადმინისტრაცია აძლიერებს ძალისხმევას ომის დასასრულებლად, რომელიც უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და რომელშიც რამდენიმე სხვა ქვეყანაც აღმოჩნდა ჩათრეული.

The New York Times-ს გეგმის ასლი არ უნახავს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც სენსიტიური დეტალების განსახილველად ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, მისი ზოგადი მონახაზი გააზიარეს. მათი თქმით, გეგმა ეხება ირანის ბალისტიკურ და ბირთვულ პროგრამებს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, გეგმა ასევე ეხება საზღვაო მარშრუტებს. ომის დაწყებიდან მოყოლებული, ირანმა ფაქტობრივად დაბლოკა დასავლური გემების უმეტესობის უსაფრთხო გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში. ამან შეაფერხა ნავთობისა და ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდება და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ საბრძოლო მოქმედებები კიდევ კვირების განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...

ტიერი მარიანი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა...

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელში პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. „დაგვიანებით, თუმცა მოსალოდნელად, რომ ევროკომისიამ პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარი ინტერპრეტაციით პოლონეთში ტუსკის...

საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება

საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება. მოსწავლეთა ორგანიზაცია „ლელისეანი” დღეიდან საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოვიდა. მანამდე მოსწავლეთა პროფკავშირმა, „იუ-ეს-ელმა“ და სტუდენტურმა გაერთიანებამ ახალგაზრდებს 3 ნოემბერს...

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე...

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ გერმანული მედია ჰესენის ფედერალური...