3 მარტი, სამშაბათი, 2026
3 მარტი, სამშაბათი, 2026

გეკა გელაძე: სკოლებში, ანტინარკოტიკულ კამპანიაში ათასობით ბავშვია ჩართული – პრევენციული ხასიათის მექანიზმების დანერგვას გავაგრძელებთ

გეკა გელაძე: სკოლებში, ანტინარკოტიკულ კამპანიაში ათასობით ბავშვია ჩართული – გავაგრძელებთ პრევენციული ხასიათის მექანიზმების დანერგვას, – განაცხადა შს მინისტრმა, გეკა გელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაინერგა საჯარო სკოლებში ახალგაზრდებში ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც საკმაოდ კარგი შედეგით სარგებლობს. ათასობით ბავშვი არის ჩართული ამ კამპანიაში, შეიქმნა სპეციალური მოდულები ბავშვთა სერტიფიცირებული ფსიქოლოგების დახმარებით და სწორედ ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები მანდატურებთან ერთად მუშაობენ ამ მიმართულებით არასრულწლოვნებთან. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება და ძალიან საინტერესო კამპანია არის. ჩვენ გავაგრძელებთ პრევენციული ხასიათის მექანიზმების დანერგვას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები