რატი იონათამიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცებაა

სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

იონათამიშვილის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები ევრობიუროკრატთა მხრიდან თავისუფალ სიტყვას კი არ ჩაახშობს, არამედ გააძლიერებს მას.

„სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება.

თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე, თავისუფალ სიტყვას კი არ ჩაახშობს, არამედ გააძლიერებს.

უსამშობლოებს კი ვინც აქ ბუჩქებს აფარებენ თავს და ამომრჩევლებს ემალებიან, სამაგიეროდ უცხო ქვეყნებში საკუთარი ქვეყნის დასმენით ჰგონიათ რამეს მიაღწევენ, ბევრჯერ გაეცათ საკადრისი პასუხი და კიდევ გაეცემათ, რაც უფრო მტკივნეული იქნება მათთვის,“- წერს რატი იონათამიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე – დანაშაულის ნიშნების არ არსებობის...

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში...