მიგრაცია, მიგრანტებისგან მომავალი საფრთხეები და კორუფციული ხელისუფლება რომელიც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს – ამ პრობლემებს მიუძღვნა თავისი პოდკასტი დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
ტრასი მიგრანტების მხრიდან ათიათასობით ბრიტანელი გოგონას გაუპატიურების ფაქტებს შეეხო და აღნიშნა, რომ დანაშაულების უმეტესობა არ არის გამოძიებული, მეტიც – ასეთი ფაქტების უმეტესობა მიჩქმალულია.
„40 წლის განმავლობაში პაკისტანური ბანდების მიერ ათიათასობით ბრიტანელი გოგონა და არასრულწლოვანი იქნა გაუპატიურებული. დანაშაულები მასიურად დაიფარა და მიიჩქმალა. ამის გამო ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ფაქტებისა და გოგონების მიმართ იგნორი და უყურადღებობა პოლიტიკური კორექტულობისა და სნობიზმის გამო ხდებოდა. „ლეიბორისტული“ მმართველობა ცდილობდა მრავალკულტურული ქვეყნის იმიჯი შეექმნა, სადაც მრავალფეროვნება ძალა იქნებოდა. კორუმპირებულ ხელისუფლებას უნარი არ შესწევს ასეთი ფაქტები აღკვეთოს. უნდა დადგეს ბიუროკრატების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც თვალს ხუჭავენ. პრობლემა კრიმინალის ფარგლებს სცდება. მთავარი მიზეზი მასობრივი მიგრაციაა, რის გამოც მოსახლეობაც შეშფოთებულია. ადამიანის უფლებების შესახებ კანონმა ბრიტანეთში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება გააუარესა. ამის გამოსასწორებლად ახალი ადამიანები და ახალი სისტემაა საჭირო“, – განაცხადა ტრასმა.









