18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, პოეტ დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწის“ ფრანგული ვერსიის განხილვა გაიმართა

პარიზში, ასოციაცია ფრანგულმა რენესანსმა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „სილქნეტის“ ორგანიზებით, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში პოეტ დათო მაღრაძეს და მისი პოემის „ბარაქიან მიწას” ფრანგულ ვერსიას უმასპინძლა.

წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ:

ზღვისიქითა აკადემიის პრეზიდენტი როლან პურტიე, ასოციაცია ფრანგული რენესანსის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ლებონი, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი, გამომცემლობა- Edition Du Cygne-ს რედაქტორ- გამომცემელი პატრის კანოსე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სრულუფლებიამი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

ფრანგმა მსახიობმა ალან რიბერამ და დათო მაღრაძემ აუდიტორიას ფრანგულ- ქართული პერფორმანსი შესთავაზეს და „ბარაქიანი მიწიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები